|
2026-02-07 15:23:29, 7200 ნახვა
ივანიშვილის არალეგიტიმური ბანდა აპირებს ციხის მუქარით თავის უსუსურ ლეგიტიმიზაციას
ქართული ოცნება" რეპრესიების ხელოვნებას უფრო და უფრო ხვეწს. რეჟიმი გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტმა ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზების კანონი რაც შეიძლება მალე მიიღოს. ხალხს, არ უნდა "ქართული ოცნების" რუსული რეჟიმი თუმცა, ოლიგარქ ივანიშვილის გუნდი აპირებს მოსახლეობას მისი ლეგიტიმურობა ძალის გამოყენებით და ხელების გადაგრეხვით დააძალოს. არალეგიტიმური რეჟიმი ცდილობს კანონით დასაჯოს ხალხი ვინც მათ არ აღიარებთ, მათ შორის ციხეებში გამოკეტვით. „ქართული ოცნება“ განიხილავს, შემოიღოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც „საჯაროდ არ აღიარებენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას“ და სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ. ინიციატივის ავტორია “ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი. 3 თებერვალს მან პარლამენტში განაცხადა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაწესდეს იმ პირებისთვის, რომლებიც:
იდეა გაჟღერდა პლენარულ სხდომაზე, სადაც მაჭავარიანმა ამ საკითხზე კიდევ ერთ “ქართული ოცნების” დეპუტატს, არჩილ გორდულაძეს მიმართა “უცხოური გრანტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას. ირაკლი კობახიძეს სურს , პარლამენტმა ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზების კანონი რაც შეიძლება მალე მიიღოს. დღეს "ოცნების" პრემიერმა თქვა, რომ ეს მისი სურვილია, დანარჩენი კი პარლამენტის გადასაწყვეტია. „რაც შეეხება არაღიარების თემას, ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური ინტერესი, რომ დაცული იყოს კონსტიტუციური სისტემა. თუ ამ კუთხით არის გამოწვევები, ბუნებრივია, კანონმდებლობამ უნდა იზრუნოს შესაბამისი პრობლემების მოგვარებაზე და, ამ კუთხით, მე მოვუწოდებდი საქართველოს პარლამენტს, რომ მიიღოს შესაბამისი კანონი, რომელიც ამ პრობლემას დაუპირისპირდება. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში სათანადოდ ფუნქციონირებდეს კონსტიტუციური სისტემა. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ პარლამენტმა რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი, დანარჩენი არის პარლამენტის გადასაწყვეტი“,- განაცხადა კობახიძემ. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, "ოცნების" მორის რეპრესიულ ინიციატივას კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს.
"ოცნება" ადამიანებს ეუბნება, თუ არ გვაღიარებთ, ციხეში ჩაგსვამთო - ასე ეხმაურება კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე. ჯაფარიძის თქმით, "ოცნება" იმით, რომ საკუთარ მოქალაქეებს კანონის ძალით ავალებს აღიარებს, თავად აღიარებს, რომ მათ ლეგიტიმურობას არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ ცნობენ.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე ამბობს, რომ ლეგიტიმაციის დაკანონება, რასაც ახლა "ოცნება" ცდილობს, მხოლოდ ავტორიტარულ სახელმწიფოებში შეიძლება მოხდეს.
ოთხმა მსხვილმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ (4, 5, 9 და 25 საარჩევნო ნომრებით) გაყალბებულად მიიჩნია არჩევნები, რომლის ოფიციალური შედეგებითაც, პარლამენტში უმრავლესობა (89 მანდატი) „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა; დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლებსაც დამატებითი იმპულსი შესძინა 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებამ, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დამდგარიყო ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. აქციებს რამდენიმე დღის განმავლობაში არბევდნენ.
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
ნეთანიაჰუ: ირანი კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებს, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოდ შეაფასა
რუბიო: უკრაინას ჯერ არ აქვს წვდომა Starshield-ის სამხედრო სისტემაზე
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)