|
2026-02-06 16:12:55, 374 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებულები კვლავ პატიმრობაში რჩებიან
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მასთან ერთად დაკავებული პირები - გიორგი ხაინდრავა და ვასილ მხეიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატები თავდაცვის ყოფილი მინისტრის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამასთან სასამართლოს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას - პასპორტის, პირადობის შესაბამის ორგანოში ჩაბარებას სთავაზობდნენ. ასევე, ადვოკატები აცხადებდნენ, რომ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბურჭულაძეს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია აკრძალული აქვს, მათ შორის, არასრულწლოვან შვილებთან. „არც მტკიცებულებები განადგურების საფრთხეა, ბატონი პროკურორის მიერ წარმოდგენილი მოწმეებიც კი ჩვენ სასარგებლოდ აძლევენ ჩვენებას. ვშუამდგომლობთ გირაოს, თანხა 10 000-ლარს, მაგრამ საბოლოო თანხა სასამართლომ განსაზღვროს. დამატებით ვალდებულებზეც მოგახსენებთ, მათ შორის, თანახმა ვართ, პასპორტის ჩამორთმევაზე. მოგეხსენებათ, რომ ერთ ფაქტსაც კი ვერ დაასახელებს პროკურორი, თუ რატომ უნდა იყოს ჯუანშერ ბურჭულაძე პატიმრობაში. დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფლებაში ყოფნის პერიოდში უფრო მეტად დაეხმარება სასამართლოს სიმართლის დადგენაში... არ არის აუცილებელი პატიმრობაში იმყოფებოდეს პიროვნება, გირაო იმიტომ არსებობს, რომ გამოყენებული იყოს გირაო. არ დაგვავიწყდეს, რომ სამივე ბრალდებულს ყველანაირი კომუნიკაცია აკრძალული აქვს ოჯახთან, არასრულწლოვანებთანაც კი",- განაცხადა ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ. ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს,ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემმ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს. რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)