15:22 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 16:27:08, 1386 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: დავით საყვარელიძე ოდესის მაფიის ხელმძღვანელის წერილის საფუძველზე მოხსნეს

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავარი პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 სააკაშვილის თქმით, საყვარელიძის  გათავისუფლება ოდესის მაფიის ხელმძღვანელის კივალოვისა და გოლუბევის წერილის საფუძველზე მოხდა.

„მე ვიყავი მოწმე იმისა, რომ, როდესაც დავით საყვარელიძე ოდესაში დანიშნეს, პრეზიდენტმა მისცა მას მანდატი, დამხმარებოდა მაფიასთან ბრძოლასა და წესრიგის დამყარებაში. მან დაიწყო სისხლის სამართლის საქმეების სააშკარაოზე გამოტანა იმ მაქინაციებისა, რომელიც დაკავშირებული იყო კივალოვთან, დაკავშირებული იყო ოდესის ოლქის ქალაქის მერებთან, ასევე, პეტრო პოროშენკოს ბლოკის ადგილობრივ წარმომადგენლებთან.

დღეს, ის მოხსნეს ოდესის მაფიის ხელმძღვანელის კივალოვისა და საერთაშორისო თაღლითის გოლუბევის წერილის საფუძველზე. პრეცედენტი, როდესაც პროკურორს ხსნიან ადგილობრივების ოფიციალური მოთხოვნით, რომლებიც სეპარატიზმში არიან შემჩნეულები, ეს ქვეყნისთვის მძიმე შედეგებით დასრულდება.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციის გარანტმა, თავისი პოზიცია ნათლად, მკაფიოდ და მკვეთრად უნდა ჩამოაყალიბოს, არა იმიტომ, რომ ეს იქნება ნებისმიერი ჩვენგანის სასარგებლოდ, არამედ ეს იქნება კარგი სახელმწიფოსთვის, მთლიანობისათვის და უკრაინის მომავლისთვის“,- წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გადააყენეს. გენპროკურორის განცხადებაში ნათქვამია, რომ საყვარელიძის გათავისუფლება უკავშირდება მის მიერ საპროკურორო ეთიკის უხეშ დარღვევას, ასევე სხვა პროკურორის საქმიანობაში ჩარევას.

მოგვიანებით, უკრაინის რადამ თანამდებობიდან უკრაინის გენერალური დირექტორი ვიქტორ შოკინიც გადააყენა. მის გადაყენებას მხარი 289 პარლამენტარმა დაუჭირა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics