|
2026-02-04 18:37:04, 1256 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტმა სასწავლო გრანტებისა და საუნივერსიტეტო ავტონომიის გაუქმებას მხარი დაუჭირა
ივანიშვილის პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმა, რომლითაც ოცნების პარლამენტი სასწავლო გრანტებისა და საუნივერსიტეტო ავტონომიის გაუქმება მოხდება. ოცნებას შემოაქვს პრინციპი "ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი", რაც გულისხმობს, რომ კონკრეტულ ქალაქში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამასთან ერთად, სკოლები 11-წლიანი ხდება. ცვლილებების ფარგლებში, სკოლებში მეთორმეტე კლასი ნებაყოფლობითი იქნება და მისი გავლა მოსწავლეებს რეგისტრაციის შემდეგ შეეძლებათ. ივანიშვილის განათლების მინისტრის თქმით, ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო ბადე, სადაც მსურველები გაივლიან რეგისტრაციას და გააგრძელებენ მე-12 კლასში სწავლას. ივანიშვილის განათლების მინისტრის ინფორმაციით, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში სკოლებში სახელმძღვანელოები შეიცვლება და ყველა სკოლაში ერთი, განათლების სამინისტროს მიერ დაწერილი სახელმძღვანელოთი ასწავლიან. განათლების სამინისტროს მხირდან იგეგმება სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა. ცვლილება, რომელსაც ქართული ოცნება საუნივერსიტეტო სწავლებაში გეგმავს, არის ის, რომ ბაკალავრიატი გახდეს 3 წელი, ხოლო მაგისტრატურა-1 წელი, ცვლილება შეეხება ყველა პროგრამას "გამონაკლისი სპეციალობების გარდა". ივანიშვილის განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განმარტებით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობის კვოტირება "მოხდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს". ამასთან ერთად, 2026 წლიდან ყველა სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარეს, უფასოდ ისწავლის.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)