14:00 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-04 14:30:47, 415 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე მთავრობის არაღიარების კრიმინალიზებაზე: დროულია, იმედია, პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე მთავრობის არაღიარების შესაძლო კრიმინალიზების ინიციატივას იწონებს და იმედს გამოთქვამს, რომ "პარლამენტი ამ კანონპროექტის მიღებას ბოლომდე მიიყვანს".

ჟურნალისტებმა ქართული ოცნების პრემიერს ირაკლი გორდულაძის განცხადებაზე ჰკითხეს, რომელიც გუშინ არალეგიტიმურ პარლამენტში გამოვიდა ინიციატივით, თანხმობის შემთხვევაში, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ მოწოდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს "ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივაა".

"ზოგადად, კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული, ეს არის ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი - დემოკრატია ყველამ უნდა აღიაროს, კონსტიტუციური პრინციპები და წყობილება ყველამ უნდა აღიაროს და თუ არის ამ კუთხით პრობლემები, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დაარეგულიროს კანონმდებლობამ. შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივა და იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ კანონპროექტის მიღებას. [...]

რა თქმა უნდა, ზღვარი უნდა იყოს დაცული და ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება. ჩემი სამართლებრივი შეფასებით, აქ ზღვარი არის სათანადოდ დაცული - ერთია გამოხატვის თავისუფლება და მეორეა კონსტიტუციური წესრიგის სიმტკიცე, რაც არის ერთ-ერთი უზენაესი ინტერესი. ბუნებრივია, ქვეყანა და სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება, თუ ის მუდმივად იქნება ასეთ საბოტაჟის რეჟიმში, ამიტომ ყველამ უნდა სცეს პატივი იმ წესრიგს, რომელიც არის ჩამოყალიბებული", - თქვა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics