15:44 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-03 15:15:37, 433 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი - დებატების მოსმენის დროს ხალხს აქვს შესაძლებლობა, ტყუილი და მართალი მარტივად გაარჩიოს

„დებატების მოსმენის დროს ხალხს აქვს შესაძლებლობა, ტყუილი და მართალი მარტივად გაარჩიოს, რაც გარე დავალებების შემსრულებელი რადიკალური ოპოზიციისთვის დამღუპველია - განაცხადა ოლიგარქ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ კობახიძემ ვრცელი განცხადება გააკეთა, სადაც დეტალურად განმარტა, თუ ვინ იყო ამ ინიციატივის ავტორი, შემსრულებელი და რას ისახავდა მიზნად გეგმა, რომლის განხორციელებაც კონკრეტულმა სუბიექტებმა მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხეს.

„ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რადგან ქართველ ხალხს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მომავალში ნებისმიერი არჩევანი განსხვავებული პოზიციების შეფასებისა და ანალიზის შედეგად გააკეთოს.  ამიტომ, ამ მიმართულებით არსებული არაჯანსაღი ვითარების გამოსწორებისა და პოლარიზაციის დასრულებისკენ პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნების ინიციატივა წამოაყენა და ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს, პარალელურად კი საგნობრივი მსჯელობისთვის მზად არის, ჯანსაღ დებატებში ჩართვა შესთავაზა. რა თქმა უნდა, დისკუსიაზე ე.წ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში" შემავალი პარტიების დიდი ნაწილის პირდაპირ უარი არავის გაჰკვირვებია, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც, ერთგვარ ხრიკს მიმართეს და თითქოს, თანხმობა განაცხადეს, თუმცა, ისეთი პირობები წამოაყენეს, რომელიც ჯანსაღი დისკუსიის ფორმატს ჩანასახშივე გამორიცხავს", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics