14:55 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-03 14:16:02, 3155 ნახვა

კომენტარი
კირცხალია: არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი - ჩამობრძანდნენ ეუთო-ს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი. შესაბამისად, ჩამობრძანდნენ ეუთო-ს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ", - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის პარლამენტის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, შვედეთმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი იყო იმ 24 ქვეყნიდან, ვინც საქართველოში, თითქოსდა ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის შესახებ, „მოსკოვის რუსული მექანიზმის" ამოქმედებას დაუჭირა მხარი.

„შვედეთმა ამ მექანიზმის ინიციატორობა არ იკმარა და როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შვედეთის Moderate Youth Party-მ წლევანდელი თავისუფლების პრიზი საქართველოში მყოფ ყველა დემონსტრანტს გადასცა. გარემოება, რომ პრიზი გადაეცით ყველა დემონსტრანტს, მათ შორის მოძალადე რადიკალებს, მოძალადეთა მიმართ თქვენი მიკერძოების დამადასტურებელი და რაც მთავარია, ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მორიგი უხეში და არამეგობრული აქტია. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გულითადად მოგიწოდებთ დროს თუ დახარჯავთ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში და სჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას. ასევე აღვნიშნავ  იმასაც, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მონიტორინგს და მომავალშიც აუცილებლად გამოვხატავთ ჩვენს მზარდ შეშფოთებას შვედეთში და არა მხოლოდ ანტიდემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის  ლიდერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics