2016-03-29 14:12:25, 499 ნახვა
საზოგადოება
შავთელის ქუჩაზე ტიციან ტაბიძის სახელობის სკვერის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს
შავთელის ქუჩაზე ტიციან ტაბიძის სახელობის სკვერის სარეკონსტრუქციო სამუშაო მიმდინარეობს.
კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ბილიკებზე დაიგო ბაზალტის ფილები, შეკეთდა დაზიანებული აგურის ღობე, ჩატარდა ხეების და ბუჩქოვანი მცენარეების სხვლა-ფორმირება.
ტიციანის ბიუსტთან მომზადდა ადგილი, სადაც ყვავილნარი მოეწყობა. 2 აპრილს სკვერში ტიციან ტაბიძის დაბადების დღე აღინიშნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან