2016-03-29 13:18:12, 912 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის რადამ გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენა
უკრაინის უმაღლესმა რადამ ვიქტორ შოკინი გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამ გადაწყვეტილებას უკრაინის პარლამენტის 289 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ცნობისთვის, რადაში გამართულ კენჭისყრამდე ვიქტორ შოკინმა გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან დავით საყვარელიძე გაათავისუფლა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან