|
2026-01-25 15:00:58, 1604 ნახვა
სამართალი
ავალიანის საქმეში მთავარი ბრალდებულის მამა - ადვოკატებს პროკურატურამ შეატყობინა, რომ მოემზადეთ იმისთვის, რომ ბრალი დაგიმძიმდებათო
"ჩვენ გადაგვედო სასამართლო და ჩვენს ადვოკატებს პროკურატურამ შეატყობინა, რომ მოემზადეთ იმისთვის, რომ ბრალი დაგიმძიმდებათ სსკ-ის 117-ე მუხლითო, რომელიც თუ არ ვცდები, 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს" - ამბობს გიგა ავალიანის საქმის ფარგლებში დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამა, ალექსანდრე გაბაშვილი ფორმულას ეთერში საუბრისას. ალექსანდრე გაბაშვილის თქმით, ბრალდების საქმეში ახალი მტკიცებულებები და მასალები არ გამოჩენილა და "ბრალის დამძიმება დაკვეთით ხდება და პროკურატურა რატომღაც ამ ყველაფერს აკეთებს". დაკავებულ არასრულწლოვანს, ალექსანდრე გაბაშვილს ამ დროისათვის სახელმწიფო ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედავება. მოზარდი 2025 წლის 19 ოქტომბერს დაკითხვაზე დაიბარეს და დასრულებისთანავე ხელბორკილები დაადეს. იქამდე, სანამ გიგა ავალიანი კლინიკაში გარდაიცვლებოდა გამოძიება ჯგუფურ დანაშაულს იძიებდა და სავარაუდო დამნაშავედ ორ მოზარდს ა.გ.-სა და გ.რ.-ს მიიჩნევდა. ავალიანის გარდაცვალების შემდეგ, მუხლიდან გაქრა ჯგუფურობის კომპონენტი და ბრალდება ასე ჩამოყალიბდა - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)