09:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 11:23:14, 491 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 29-30 მარტს ოფიციალური ვიზიტით  უნგრეთს ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრები უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, უნგრეთის პრემიერ მინისტრის მოადგილესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე განიხილავენ საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობებისა და ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს.

უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველო-უნგრეთის ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

მიხეილ ჯანელიძე ასევე ეწვევა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტს, სადაც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „საქართველოს ევროპული გზა".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics