2016-03-29 09:16:00, 669 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.3581 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3581 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.3342 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0239 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით 1 ევრო დღეს, 2.6335 ლარი ღირს, გუშინ მქომედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.6075 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0260 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან