2016-03-28 20:38:25, 580 ნახვა
საზოგადოება
კახა მამულაშვილი: შეეშვით არასწორი ინფორმაციების გავრცელებას და ხალხის გამწარებას
მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილის ოპერაცია გრძელდება და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ პროდიუსერი კახა მამულაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე წერს:
"ოპერაცია გრძელდება, ევას მდგომარეობა სტაბილურია, შეეშვით ამ არასწორი ინფორმაციების გავრცელებას და ხალხის გამწარებას. განსაკუთრებით ამ მოგონილ სააგენტოებს ეხება",-წერს კახა მამულაშვილი.
შეგახსენებთ, შორენა ბეგაშვილის შვილი მე-5 სართულიდან გადმოვარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, შემდეგ კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან