02:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 18:58:47, 652 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კეპულაძე: ლარის კურსი დასტაბილურდება და ახალი წონასწორობის წერტილს მიაღწევს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარის  გიორგი კეპულაძის შეფასებით, უახლოეს მომავალში  ლარის კურსი დასტაბილურდება და  წონასწორობის ახალ წერტილს იპოვის.

როგორც კეპულაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, საუბარი იმის შესახებ, რომ ლარის კურსი უფასურდება, ან მყარდება ვინმეს ხელოვნური ჩარევის გამო, უნდა დასრულდეს.

ამასთან, კეპულაძის თქმით, ლარის კურსის მკვეთრი გამყარება ძირითადად გამოწვეული იყო  აჟიოტაჟური ფაქტორითაც, რადგან საფუძველი  იმისა, რომ  ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ერთბაშად ასე გამყარებულიყო, არ არსებობდა.

"შესაბამისად,  გარკვეული აჟიოტაჟი ბაზრის მხრიდან მოჰყვა და 2.50-დან, კურსი ჩამოვიდა სადღაც 2.27-მდე. ახლა კი, ლარის კურსი, სავარაუდოდ, პოლულობს ახალ წონასწორობის  წერტილს და  ცოტა ხანში  ლარის კურსი დასტაბილურდება  და ის თავისი წონასწორობის ახალ წერტილს მიაღწევს. გამოვრიცხავ, რომ აქ რაღაცა იყოს სპეკულაციური, ან  ვინმეს დაინტერესების მომენტები. ვფიქრობ, საუბარი, რომ ლარის კურსი უფასურდება, ან მყარდება ვინმეს ხელოვნური ჩარევის გამო, უნდა დასრულდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოების მხრიდან როგრც კი აჟიოტაჟი ატყდება რაღაცა მიმართულებით, იმწუთშივე ბიზნესი, ეროვნული კურსიც რეაგირებს, ან მკვეთრად მყარდება, შემდეგ უფასურდება",-განაცხადა კეპულაძემ და დასძინა, რომ  ეს რყევები ბიზნესზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს და ეროვნულმა ბანკმა როგორც ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების, ისე მკვეთრი გამყარების  რეგულირება უნდა მოახდინოს.

კეპულაძე ეროვნული ბანკის მიერ ნაყიდ 15 მილიონ დოლართან დაკავშირებითაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ის თანხა არაა, რომელიც ლარის კურსზე გავლენას მოახდენდა:

"ვფიქრობ, ლარის კურსი იპოვის იმ წერტილს, რომელიც არის რეალური დროის მოცემილი მომენტისთვის, თუმცა როგორი იქნება ეს კურსი,  არავინ არ იცის.

ეროვნული ბანკის მიერ შეძენილი 15 მილიონი დოლარი არ არის ის თანხა დღეს საქართველოში, რომელიც გავლენას მაოხდენდა კურსზე და  მკვეთრად დააკორექტირებდა კურსს.ამ ნაბიჯით  მაშინ ეროვნულმა ბანკმა აჟიოტაჟური  ფაქტორი შედარებით ჩააცხრო, თორემ შეიძლებოდა ეს კურსი 2.20-ზე ჩამოსულიყო და შემდეგ  ისევ დაბრუნებულიყო  2.30-ზე, რაც კიდევ უფრო მეტად დააზარალებდა ბიზნესსაც და საზოგადოებასაც და ფსიქოლოგიურადაც ძალიან ცუდ ზეგავლენას იქონიებდა, რადგან ეროვნული ბანკის ფუნქციაც არის, რომ მსგავსი რყევების როგორც მკვეთრი გაუფასურება, ასევე მკვეთრი  გამყარების რეგულირება მოახდინოს", - განუცხადა გიორგი კეპულაძემ "ექსპრესნიუსს".

ინფორმაციისთვის, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში  ბოლო დღეებში უფასურდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3581 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.3342 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0239 ლარი შეადგინა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლარის  კურსი  მოკლევადიან პერიოდში დაახლოებით,  ორი კვირის წინ,  მნიშვნელოვნად   გამყარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics