|
2026-01-15 20:31:30, 6820 ნახვა
საზოგადოება
ოცნების ავტომობილი ბავშვობიდან მოდის - „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კამპანიამ ბავშვური ფანტაზიები რეალობად აქცია
ალბათ ნებისმიერ ადამიანს ბავშვობაში ერთხელ მაინც დაუხატავს ან წარმოუდგენია, როგორი იქნებოდა მისი საოცნებო ავტომობილი. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ თბილისის ქუჩები გააფერადა - ქალაქში გამოჩნდა ბილბორდები, რომლებზეც სწორედ ბავშვური ხელწერით შესრულებული საოცნებო ავტომობილებია წარმოდგენილი. ამ გზით კომპანიამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ოცნებები უსაზღვროა, მათი რეალობად ქცევა კი - შესაძლებელი.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ კამპანია Toyota Global-ის საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში დაგეგმა. Dream Car Contest - ეს არის ყოველწლიური კონკურსი, სადაც ბავშვები თავიანთ საოცნებო ავტომობილებს ხატავენ. წლევანდელი კონკურსი საქართველოსთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა - საერთაშორისო დონეზე, 660 000 ნახატს შორის 14 წლის ანა დუმბაძის ნამუშევარმა გაიმარჯვა. სწორედ ეს გახდა იმის ინსპირაცია, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კონკურსში მონაწილე ბავშვების შემოქმედება პატარა ფურცლიდან დიდ ბილბორდებზე გადაეტანა. მათ ემოციებს ასახავს ვიდეორგოლი, რომელიც კომპანიამ კრეატიულ სააგენტო Quick-თან თანამშრომლობით მოამზადა. ანი თედიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ჩვენი კამპანიის შინაარსი მარტივი, თუმცა ძალიან ემოციური იყო - ლოკალურ კონკურსში გამარჯვებული ბავშვების ნახატები თბილისის ქუჩებში ბილბორდებზე გამოვფინეთ, შემდეგ ნამუშევრების ავტორები, მშობლების დახმარებით, ადგილზე მივიყვანეთ, ისე, რომ მათ ამ ინიციატივის შესახებ არაფერი იცოდნენ და ბილბორდზე გადატანილი მათი შემოქმედება ვაჩვენეთ. გულწრფელი ემოციებით სავსე ეს მომენტები კი ერთ ვიდეორგოლში გავაერთიანეთ, რომელიც ბავშვების მოულოდნელ სიხარულს ასახავს. ეს იყო ძალიან თბილი და გამორჩეული კამპანია, რომელსაც ორი მიზანი ჰქონდა - ერთი მხრივ, გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ ფანტაზიის რეალობად ქცევა შესაძლებელია და, მეორე მხრივ, Toyota-ს ბრენდის გაძლიერება, როგორც კომპანიის, რომელიც მომავალ თაობებს უჭერს მხარს. გვინდოდა, გაგვეჩინა რწმენა, რომ ბავშვობის ოცნებები შეიძლება რეალობად ვაქციოთ. აქვე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი კონკურსის მონაწილეებს - ემილია სულამანიძეს, ანასტასია ჭანიასა და ლუკა საკანდელიძეს თავიანთი ნახატებით ქალაქის გაფერადებისთვის“.
Toyota Global-ის ფილოსოფიის მიხედვით, რომელიც Going Beyond იდეას ეფუძნება, ეს კონკურსი არა მხოლოდ შეჯიბრებაა, არამედ მომავლის ავტომობილების ინსპირაციის წყაროცაა, სადაც ბავშვური ხედვები შესაძლოა, ერთ დღეს რეალური ინოვაციების საფუძველი გახდეს. საქართველოში კონკურსის გამარჯვებულებს „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“ საჩუქრები გადაეცათ. გარდა ამისა, მათთვის ხატვის მასტერკლასი გამართა ზალიკომ. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საზოგადოებას კამპანიით კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ყველა დიდი მიღწევა ბავშვური ოცნებით იწყება, ოცნების ავტომობილი კი ბავშვობიდან მოდის და ზრდასრულობაში რეალურიც ხდება. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)