|
2026-01-12 17:32:45, 1156 ნახვა
სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 ციხეში გადაიყვანეს, ის სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს
ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 ციხეში გადაიყვანეს. ის სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. სხდომას მხოლოდ თავად ბრალდებული ღარიბაშვილი, მისი ადვოკატები, პროკურორები და ბადრაგები ესწრებოდნენ. ოცნების ყოფილ პრემიერმინისტრს საპროცესო შეთანხმების ფარგლებში 5-წლიანი პატიმრობა, 1 მილიონიანი ჯარიმა, 2 მანქანის ჩამორთმევა და დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული შემოსავლების ჩამორთმევა განესაზღვრა „ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ 194-ე მუხლის, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. შესაბამისად, სასამართლოს წარვუდგინეთ შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ჩამოერთვა დანაშაულის საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება და დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა განსაზღვრა. [ჯარიმის გადახდის] დრო განსაზღვრული არ არის, ამაზე კონტროლს აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს. ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე აღიარა ჩადენილი დანაშაული. სწორედ ეს გახდა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი. იგი დაეთანხმა წარდგენილ პირობებს და შესაბამისად, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება“- განაცხადა ღარიბაშვილის საქმის პროკურორმა ნათია თათიაშვილმა ჟურნალისტებთან
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)