|
2026-01-12 10:55:05, 719 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპის თქმით, ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის სამხედრო ქმედებებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულ ვარიანტებს განიხილავს. ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ ირანის რეჟიმი, როგორც ჩანს წითელი ხაზების გადაკვეთას იწყებს და აღნიშნა, რომ ვითარებას აშშ ძალიან სერიოზულად განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს. ამასთან, მან თქვა, რომ განიხილავს ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტსაც, მათ შორის, შესაძლო სამხედრო ვარიანტებს. "როგორც ჩანს, იწყებენ [წითელი ხაზების გადაკვეთას]. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც დახოცეს და არ უნდა დაეხოცათ. ესენი არიან მოძალადეები. არ ვიცი, შეიძლება თუ არა მათ ლიდერები ეწოდოთ. ისინი ძალადობის საშუალებით მართავენ. [...] ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. სამხედროები ამას განიხილავენ. ჩვენ ძალიან ძლიერ ვარიანტებს განვიხილავთ. გადაწყვეტილებას მივიღებთ", - თქვა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ მილიარდერ ილონ მასკთან ირანში ინტერნეტის აღდგენის შესახებ საუბარს გეგმავს, რადგან, ირანის რეჟიმმა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე საკომუნიკაციო საშუალებები გათიშა. უკვე მე-16 დღეა ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს. ირანის რეჟიმის მხრიდან დემონსტრანტების დარბევას მსხვერპლი და ადამიანების დაშავება მოჰყვა. აშშ-ში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ Human Rights Activists News Agency (HRANA) ბოლო განახლებაში განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვმა 466-ს მიაღწია.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)