06:40 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-08 15:42:38, 506 ნახვა

საზოგადოება
ღიად პრორუსული პარტიის ლიდერი ილია II-ს შეხვდა

ღიად პრორუსული პარტიის, სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერი მამუკა ფიფია საქართველოს პატრიარქს, ილია II-ს შეხვდა. ამის შესახებ ფიფიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს. 

ფიფიას ინფორმაციით, ისაუბრეს "იმ საფრთხეების შესახებ რის წინაშეც დგას ქვეყანა". პოსტში ნათქვამია, რომ "გლობალისტები" ებრძვიან ქრისტიანობას და საქართველოს გადარჩენაში უდიდესი როლი ეკლესიას და პატრიარქს უკავიათ. 

"გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ჩემო მეგობრებო უფლის მადლი და შობის სასწაული მინდა ვუსურვო ჩვენს სამშობლოს, რადგან ეს ახლა ყველაზე ძალიან გვჭირდება მსოფლიო გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე.

საქართველო თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობით ყოველთვის იყო, არის და იქნება ყურადღების და მუდმივი საფრთხის ეპიცენტრში. ჩემი რიგით მეოთხე და ყველაზე ამაღელვებელი შეხვედრა პატრიარქთან, უწმინდესის ლოცვა და სიყვარული გადაარჩენს ჩვენს სამშობლოს. ვისაუბრეთ თუ რა დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ჩვენს პატრიარქს, დედა ეკლესიას - ქრისტიანობას.

ვისაუბრეთ იმ საფრთხეების შესახებ რის წინაშეც დგას ქვეყანა და რა შეიძლება მოხდეს ჩვენი სამშობლოს მტრებისგან!

არავისთვის არის დაფარული რომ გლობალისტები ებრძვიან ჩვენთვის ყველაზე სათუთს და სულიერ საზრდოს, ებრძვიან ქრისტიანობას საქართველოში.

ებრძვიან პატრიარქს, თავს ესხმიან სასულიერო პირებს. იმისათვის რომ საქართველო გადარჩეს, საქართველო გაძლიერდეს საქართველო გამთლიანდეს ქართულ ეკლესიას უდიდესი როლი აქვს, რადგან საუკუნეების მანძილზე სწორედ ქრისტიანობამ იხსნა ჩვენი სამშობლო არაერთი მტრისგან, არაერთი განსაცდელისგან. ათეული წლებია ჩვენი სულიერი მამა, ჩვენი პატრიარქი უდგას სათავეში ჩვენს ეკლესიას და ვინ თუ არა მან ყველაზე კარგად იცის თუ რა საფრთხის წინაშეა ჩვენი სამშობლო, თუ რა შეიძლება დაკარგოს საქართველომ...

ისტორიულად ჩვენ ქართველები ვართ ილორის ეკლესიის საძირკველის მეპატრონეები.

თუ იბერიას არ ვუპატრონეთ იბერიელებმა ღვთის ხატთან მისვლა შეგვრცხვება ყველას კონსოლიდებულმა ერმა და ბერმა, ერთად მშვიდობიანად უნდა გადავლახოთ ენგურის ხიდი.

უფალი იყოს ჩვენი მფარველი, უფალი იყოს ჩვენი სამშობლოს - საქართველოს - მფარველი.

P.S. დიდი მადლობა უწმინდეს და უნიტარეს პატრიარქს საჩუქრებისთვის". - წერს ფიფია.

აქამდე, სექტემბერში, მამუკა ფიფია, სეზონი TV-ს დამფუძნებელ ნიკოლოზ მჟავანაძესთან და კახა კალაძის ნახევარდის, თამუნა კალაძის ქმართან, პაატა აბულაძესთან ერთად რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში იმყოფებოდნენ და მარიონეტ ლიდერს, დენის პუშილინს შეხვდნენ. ოქტომბერში კი ფიფია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, მარია ზახაროვას ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანის შესაძლებლობაზე ესაუბრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics