|
2026-01-07 14:30:41, 468 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი კვლავ თავს ესხმის EU-ს და ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს
შალვა პაპუაშვილი ევროკავირს ისევ აკრიტოიკებს. რამდენიმე წუთის წინ "ქართული ოცნების" ლიდერმა EU ძალადობას და ზიზღის წახალისებაში დაადანაშაულა. "დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა", - უთხრა პაპუაშვილმა მედიას. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს ევროკავშირი საქართველოში „მავნე პრაქტიკით არის დაკავებული, რაც არის ხალხის დაპირისპირება, ზიზღის შემოტანა, ძალადობა“. „ეს ყველაფერი არის ის მავნე გარე ჩარევა, რომელსაც აქამდე აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ედგა თავში, მილიონებს ხარჯავდა ამისთვის. ახალმა ადმინისტრაციამ აბსოლუტურად შეცვალა ეს პოლიტიკა, ამხილა ეს მავნე ჩარევის პრაქტიკა. დღეს ევროკავშირი არის საქართველოში ზუსტად ამ მავნე პრაქტიკით დაკავებული - ხალხის დაპირისპირების, ზიზღის შემოტანის, ძალადობის. დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა. სადაც არის ბოღმა და პიროვნული თავდასხმა, იქ ყველგან არის ევროკავშირის დროშა. აი, ეს არის სამარცხვინო, რომ თავს აიგივებენ ძალადობასთან, ზიზღთან, „მოლოტოვის კოქტეილთან“, რომელსაც შეგახსენებთ, ევროკავშირი აფინანსებდა. სწორედ ამის შეცვლა გვინდა ჩვენ. ბრიუსელმა უნდა შეცვალოს პოლიტიკა. სხვა შემთხვევაში, თვითონ გადაიჩეხებიან. არ გვინდა ჩვენც ჩაგვიყოლიონ იმ ცივილიზაციურ უფსკრულში, სადაც დღეს ბრიუსელი ევროკავშირს მიაქანებს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)