02:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 13:18:09, 639 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური სამხრეთ კორეის დროებით რწმუნებულს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს, კიმ ინ ჰანს შეხვდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში ფინანსთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრეს, რომლის დროსაც, მაღალი დონის მოლაპარაკებები გაიმართება. მათ შორის, შეხვედრა სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ფინანსთა და სტრატეგიის მინისტრთან.

ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ხელი „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" შეთანხმებას მოეწერება. 
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში კორეული ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები.

როგორც სტუმარმა აღნიშნა, საქართველო კორეული ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა და უახლოეს პერიოდში კორეული კომპანიების წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით იგეგმება. 

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საქართველოსთან სამხერთ კორეული საფინანსო ინსტიტუტები აქტიურად თანამშრომლობენ: "ექსიმბანკი" და კორეის განვითარების სააგენტო.
მინისტრმა ელჩს ქვეყანაში დაგეგმილი საგადასახადო რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და გამოთქვა მზადყოფნა, პოტენციურ ინვესტორებს დეტალურად გააცნოს ქვეყნის საგადასახადო სისტემა.

უწყების ცნობით, შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდება, რასაც ხელს შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ გაფორმებული შეთანხმება შეუწყობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics