|
2025-12-25 09:57:38, 8812 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
სელფი მობაილმა საქართველოში პირველმა მიიღო ISO37001 - ანტიკორუფციული მართვის სისტემის და ISO37301 - კომპლაიანსის მართვის სისტემის სერტიფიკატები და, როგორც უკვე არაერთხელ, ამ მიმართულებით ქვეყანაში კიდევ უფრო მაღლა აწია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის თამასა. ISO37001 საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც ადგენს ეფექტური ანტიკორუფციული მართვის სისტემის დანერგვისთვის სავალდებულო კრიტერიუმებს და მიზნად ისახავს კორუფციული რისკების პრევენციას, გამოვლენასა და მართვას. ISO37301 განსაზღვრავს კომპლაიანსის მართვის სისტემის ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან, რეგულაციებთან და შიდა პოლიტიკებთან. ხსენებული სერტიფიკატების მიღება ადასტურებს, რომ კომპანიის მმართველობითი პროცესები სრულად შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას გამჭვირვალობის, ეთიკური ქცევის, კანონის დაცვისა და რისკების მართვის მიმართულებით. „ძალიან სასიხარულოა, რომ მრავალი წლის განმავლობაში გაწეული შრომა, რის შედეგადაც სელფიში დაინერგა ეთიკისა და კომპლაენსის საუკეთესო პრაქტიკა, დაფასდა უმაღლესი შეფასებით, ISO37001 და ISO37301 სერტიფიკატების სახით. ეს სტანდარტები კიდევ უფრო ამყარებენ ჩვენს შიდა პროცესებს, ზრდიან პარტნიორებისა და მომხმარებლების ნდობას და ადასტურებენ, რომ სელფი პასუხისმგებლიანად და გამჭვირვალედ მართავს თავის საქმიანობას. განსაკუთრებით მეამაყება, რომ ეს სერტიფიკატები საქართველოში პირველად სწორედ ტელეკომუნიკაციის სფეროში გაიცა,“ განაცხადა სელფის ეთიკისა და კომპლაენსის სამსახურის ხელმძღვანელმა, ია მამეიშვილმა.
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)