22:12 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-24 12:23:15, 15513 ნახვა

კომენტარი
დეკანოიძე - ქართულ გაჩუმებულ ბიზნესს ამის შემდეგ პოლიცია შეუვარდება მაღაზიებში და ფასების რეგულაციას მოსთხოვს

ქართულ გაჩუმებულ ბიზნესს ამის შემდეგ პოლიცია შეუვარდება მაღაზიებში და ფასების რეგულაციას მოსთხოვს" -ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

"რეჟიმი სუპერმარკეტებს მიადგა. ეკონომიკაზე, ბაზრის პრინციპზე ან გადასახადებზე კი არ ლაპარაკობენ, პოლიციას მოუწოდებს კობახიძე შევარდეს მარკეტებში და ფასები შეისწავლოს. სხვათაშორის უნგრეთში ტყუილად არ დადიან..

ორბანმა 2025 წლის 17 მარტიდან სუპერმარკეტებისთვის შემოიღო სავალდებულო 10%-იანი ზღვარი მოგების მარჟაზე 30 ძირითადი საკვები პროდუქტისთვის (რძე, ხორცი, ფქვილი, მზესუმზირის ზეთი და სხვ.). ეს ზომა ვრცელდება იმ საცალო ქსელებზე, რომელთა შემოსავალი გარკვეულ ზღვარს აღემატება. დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სერიოზული ჯარიმები და სანქციები.

როგორც ჩანს, ამ პრინციპს მისდევს რეჟიმი. თუმცა უნგრეთი ევროკავშირშია. ჩვენ - კორუფციულ ჭაობში. ქართულ გაჩუმებულ ბიზნესს ამის შემდეგ პოლიცია შეუვარდება მაღაზიებში და ფასების რეგულაციას მოსთხოვს. კიდევ ბევრ რამეს..

მედია, რომელსაც არ ეხმარებიან, ვეღარ გააშუქებს პოლიციის რეიდებს, რადგან შეიძლება ჩაქრეს" -  წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 24 დეკემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ საქართველოში სასურსათო ფასების სიძვირეს, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები განაპირობებს. მისი თქმით, საჭიროა საგამოძიებო უწყებების ჩართვა და საკითხის შესასწავლად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics