05:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-22 23:31:44, 14170 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე კვლავ ესხმის ევროკავშირს და შიდა საქმეებში ჩარევაში დებს ბრალს

 ევროინტეგრაციის საკითხი გამოიყენებოდა მხოლოდ როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო ყველაფერში ასწრებს უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, კანდიდატ ქვეყნებს, მაგრამ არის განსხვავებული დამოკიდებულება.

„ერთადერთი რაშიც იყენებდა ევროპული ბიუროკრატია ევროინტეგრაციის თემას საქართველოსთან მიმართებით 2022 წლის დასაწყისიდან, ეს იყო შანტაჟი. ამას უკავშირდებოდა მთელი ის უსამართლობა, უსამართლო გადაწყვეტილებები 2022 წლის ივნისში. ვერავინ ვერ ახსნა დღემდე, რატომ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. თეორიულად წარმოიდგინეთ უკან რომ გადავახვიოთ ყველაფერი – წარმოვიდგინოთ, რომ 2022 წლის ივნისში მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მერე როგორც უკრაინას, მოლდოვას და ბოსნიას, მერე გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, გრძელდება დიალოგი, კუმუნიკაცია და ა.შ. ხომ ჯანსაღი ურთიერთობები იარსებებდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ჩვენი მხრიდან ხომ ყველაფერში იყო გაწვდილი ხელი და სრული ღიაობა გვქონდა გამოხატული. მათ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, შემდეგ ორი წელი გრძელდებოდა ეს ყველაფერი, მათ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, მათ გამოაცხადეს ევროინტეგრაციის შეჩერება 2024 წლის ივნისში, ისინი ჩაერივნენ ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში, მათი ელჩი გამოვიდა და განაცხადა, რომ ამომრჩეველს მხარი უნდა დაეჭირა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ოპოზიციისთვის. ამას ხომ ისინი აკეთებდნენ. ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ჩვეულებრივად ჯანსაღად გაგრძელდებოდა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

გამოჩნდა ერთადერთი რამ, როგორც ნატოს ღია კარის პოლიტიკა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა, აქაც აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა არა ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, არამედ ეს ყოფილა ორპირი ქარის პოლიტიკა, სადაც ევროინტეგრაციის საკითხი გამოიყენებოდა მხოლოდ როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ. ყველაფერში ვასწრებთ უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, კანდიდატ ქვეყნებს, მაგრამ არის განსხვავებული დამოკიდებულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics