23:03 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-27 10:47:27, 790 ნახვა

სამართალი
შსს: საპოლიციო კონტროლის დროს 192 სისხლის სამართლის დანაშაული გამოვლინდა და გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

მათივე ცნობით, საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა და გაიხსნა 192 სისხლის სამართლის დანაშაული და დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 966 შემთხვევა.

"შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიერ, 2016 წლის 23-26 მარტს მიმდინარე საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა 2 ძებნილი პირი დააკავეს.

გამოვლენილი და გახსნილია სისიხლის სამართლის 192 დანაშაული, მათ შორის:

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) 67 ფაქტი;
.ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის260-ე მუხლი) 29 ფაქტი;

საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანა (სსკ-ს262-ე მუხლი) – 8 ფაქტი;
ძარცვა (სსკ-ს 178-ე მუხლი) 2 ფაქტი;

დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევევის 966 შემთხვევა, მათ შორის:
.ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ემუხლი) 77 ფაქტი;

. წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) 28 ფაქტი;

დაუმორჩილებლობის (ასკ-ის 173-ე მუხლი) 36 ფაქტი;

დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) 34 ფაქტი;
საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 8 ავტომატი, 8 პისტოლეტი, 4 რევოლვერი, 4 ყუმბარმტყორცნი, 6 შაშხანა, 9 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 50 ხელყუმბარა, 6 ჭურვი, 3 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, 3 კვამლმდენი, 7 ამფეთქი ფალია, 8 ელექტრო დეტონატორი; 1 კაფსულდეტონატორი, 2.1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, 4540 ცალი სხვადასხვა კალიბრის ვაზნა. ასევე, ამოღებულია: 9 შეკვრა და 0,8345 გრ. ჰეროინი, 1,5 გრ. ბუპრენორფინი, 10 შეკვრა და 39 აბი სუბოქსინი, 45 აბი კოდეინი, 8 შეკვრა მარიხუანა, 39 შეკვრა და 450 გრ. ახალი ფსიქოაქტიური ნივიერება ე.წ. „ბიო“, 250 აბი აქტიფედი, 361 აბი სხვადასხვა ფსიქოტროპული მედიკამენტი, 8 ცალი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი საინექციოდ გამზადებული შპრიცი და 1 ძირი კანაფი.

საპოლიციო კონტროლის დროს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დააკავეს 59, ხოლო ადმინისტრაციული წესით -148 პირი",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics