|
2025-12-17 13:26:46, 13927 ნახვა
საზოგადოება
მართვის უფლების ვადამდე აღდგენის და მოწმობის ვადაზე ადრე დაბრუნების შესაძლებლობა უქმდება
შეჩერებული მართვის უფლების აღდგენასთან დაკავშირებული თარიღი იცვლება - კანონის პროექტში, რომელსაც პარლამენტი დღეს მეორე და მესამე მოსმენით მიიღებს, მიეთითება, რომ მართვის მოწმობა დაუბრუნდება პირს, ვინც შესაბამისი სამართალდარღვევა 2025 წლის 16 დეკემბრამდე ჩაიდინა. აღნიშნული თარიღი 10 დეკემბრით იყო განსაზღვრული. შესაბამისად, მართვის მოწმობა დაუბრუნდებათ მათ, ვისაც ის გუშინდელი დღის ჩათვლით ჩამოერთვა. ჩამორთმეული მართვის მოწმობები ეტაპობრივად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან დაბრუნდება. თარიღის ცვლილებაზე გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. შეჩერებულ მართვის მოწმობების დაბრუნების გარდა, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მთავარი სიახლეა ის, რომ მართვის უფლების ვადამდე აღდგენისა და მოწმობის ვადაზე ადრე დაბრუნების შესაძლებლობა უქმდება. მართვის უფლების ვადამდე აღდგენის საშუალება აღარ ექნებათ პირებს, რომლებიც შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ჩაიდენენ: - სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება; სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)