22:09 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-16 20:39:47, 21805 ნახვა

კომენტარი
კალასი - თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ოპოზიციაზე, მედიაზე ზეწოლას, EU-ში მისთვის მომავალი არ არსებობს

თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ოპოზიციაზე, მედიაზე ზეწოლას, EU-ში მისთვის მომავალი არ არსებობს - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა.

"რაც შეეხება საქართველოს, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ერთი მხრივ, საქართველო აცხადებს, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული გზის არჩევა, მაგრამ ასევე ვხედავთ არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს მთავრობის მხრიდან. ეს არის სიგნალი მთავრობისთვის, რომ თუ გააგრძელებენ ოპოზიციის ჩახშობას, თავისუფალ მედიაზე ზეწოლას და ყველა სხვა ქმედებას, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, საქართველოსთვის ევროკავშირში მომავალი არ არსებობს." - განაცხადა კაია კალასმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics