|
2025-12-15 20:07:47, 11559 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს საპატრიარქომ მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს, ბრძანებას ხელს კათალიკოს-პატრიარქი ილია II აწერს. "თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება." - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, 14 დეკემბერს, მამა დოროთემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამშაბათს დაბარებულია საეპარქიო კომისიაზე. "ჩვენი ხელისუფლებისგან არის გაცემული ბრძანება ჩემი განეიტრალების, რასაც საპატრიარქოს ჯგუფი აპირებს, რა თქმა უნდა, და დაბარებული ვარ ისევ სამშაბათს, 14:00 საათზე მათ მიერ."
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)