13:58 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-14 15:02:48, 15949 ნახვა

მსოფლიო
კონგრესმენი: უკრაინის იძულება, დათმოს ტერიტორიები, არა რეიგანის, არამედ ჩემბერლენის ნაბიჯია

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დონ ბეიკონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ტერიტორიის დათმობის იძულება სამშვიდობო შეთანხმების გულისთვის 1938 წლის „მიუნხენის შეთქმულებას“ მოგვაგონებს.

ამის შესახებ მან თავის Facebook გვერდზე დაწერა.

კონგრესმენმა ისტორიული ანალოგია გაავლო ჰიტლერის დამშვიდების პოლიტიკასთან, რომელსაც მხარს უჭერდა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნევილ ჩემბერლენი, რომელმაც, თუმცა, ვერ შეძლო მეორე მსოფლიო ომის დაწყების შეჩერება.

„უკრაინისთვის რუსეთთან მშვიდობის დასამყარებლად მეტი ტერიტორიის დათმობის იძულება რეიგანის ნაბიჯი კი არა, ჩემბერლენის. ჩემბერლენმა იგივე გააკეთა ჰიტლერთან ჩეხოსლოვაკიასთან დაკავშირებით. ამის გამო, მისი რეპუტაცია სამუდამოდ შეილახება“, - ხაზგასმით აღნიშნა ბეიკონმა.

მან გაიხსენა, რომ ამერიკელების 70% მხარს უჭერს უკრაინას.

„ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი თავისუფლებას და წინ აღვუდგეთ აგრესორს“, - განაცხადა კონგრესმენმა.

ნოემბრის ბოლოს ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ უკრაინა სრულად უნდა იყოს ჩართული რუსეთის მიერ დაწყებული ომის მოსაგვარებლად წარმოებულ ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებში და აღნიშნა, რომ ქვეყნის მოლაპარაკებებიდან გამორიცხვა პარალელებს გავლებს 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებასთან.

ადრე, მენის შტატის დამოუკიდებელმა სენატორმა ანგუს კინგმა აშშ-ის ადმინისტრაციის სამშვიდობო გეგმის წინადადება შეადარა მიუნხენის შეთანხმებას, რომელიც დაიდო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ნევილ ჩემბერლენსა და ადოლფ ჰიტლერს შორის 1938 წელს და რომელიც ისტორიული დამშვიდების მარცხი გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics