16:52 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 11:56:59, 1160 ნახვა

მსოფლიო
ბაღდადში აფეთქების შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა, 90-ზე მეტი კი, დაშავდა

ბაღდადის მიმდებარე სოფელში ადგილობრივი საფეხბურთო მატჩის დროს ტერორისტმა თავი აიფეთქა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, აფეთქებას სულ მცირე 30-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 90-ზე მეტი კი, დაშავებულია.

ადგილობრივების განცხადებით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც გამარჯვებული გუნდისთვის ჯილდო უნდა გადაეცათ.

"მაშინ როდესაც გამარჯვებული გუნდისთვის ჯილდო უნდა გადაეცათ თვიმთკვლელმა თავი აიფეთქა იქ სადაც ხალხი იყო შეკრებული", - განაცხადა ადგილობრივმა პოლიციის უფროსმა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics