22:23 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 10:43:42, 593 ნახვა

რეგიონი
ახალციხეში მეფუტკრე-კოოპერატივებისთვის საინფორმაციო ტრეინინგი ჩატარდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ცენტრის ორგანიზებით და ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) მხარდაჭერით, ქ. ახალციხეში მეფუტკრე-კოოპერატივებისთვის საინფორმაციო ტრეინინგი ჩატარდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტრეინინგის ფარგლებში, მეფუტკრე ფერმერებს გააცნეს თაფლთან დაკავშირებით ევროკავშირის ბაზარზე მოქმედი სტანდარტები და მოთხოვნები. აგრეთვე ის ახალი რეგულაციები, რომლებიც განხორციელდა ქართულ კანონმდებლობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით. 2015 წლიდან ძალაში შევიდა თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი , რომელიც ადგენს მოთხოვნებს ნატურალური თაფლის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ თაფლის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების საკითხებს. დადგინდა მონიტორინგის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა თაფლში აკრძალული ვეტერინარული პრეპარატების ჩამონათვალი.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ,რომლებმაც დეტალურად ისაუბრეს დარგის განვითარების მიზნით მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე.

აღინიშნა რომ მეფუტკრეობის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მხარდამჭერი ღონისძიებები მიზნად ისახავს დარგის სტიმულირებას , ევროკავშირის სტანდარტების დამკვიდრებას და ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ცენტრი მსგავსი ღონისძიებების  ჩატარებას გეგმავს საქართველოს ყველა რეგიონში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics