|
2025-12-05 16:30:04, 1553 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების ჯანდაცვის მინისტრი - მჯერა, რომ შსს მოქმედებდა კანონის სრული დაცვით
ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო "მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, როდესაც აქციის დასაშლელად იყენებდა ამ საშუალებებს". "კანონსაწინააღმდეგო აქციის დროს პოლიციას უკლებლივ ყველა ნორმალურ ქვეყანაში აქვს უფლება გამოყიენოს სხვადასხვა საპოლიციო საშუალება, მათ შორის ისეთი, რომელიც იწვევს რესპირატორული სისტემის გაღიზიანებას, ცრემლდენას. სარჯველაძე ამ თემას "ცოტა იაფფასიან მცდელობებს უწოდებს". მისივე მტკიცებით, "უსაფუძვლოდ ატეხილი აჟიოტაჟია, თითქოს ქიმიურ მოწამვლასთან გვქონდა საქმე". "მგონი ამ დღეების განმავლობაში აშკარად ცოტა იაფფასიან მცდელობებს აქვს ადგილი, რომ ვინმე შეცდომაში შეიყვანონ და დროებით ისეთი ილუზია შექმნან, რომ თითქოს რაღაც ისეთი მოხდა თბილისში აქციების დროს, რომელიც თითქოს რაიმე სამართალდარღვევას შეიცავდა. ამის ილუზიის შექმნის მცდელობა აშკარაა და ეს ყველაფერი ძალიან იაფფასიანია. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ამ კვალიფიციური ექიმების მიერ გაკეთებული შეფასებებითაც, შეიარაღებული თვალითაც ძალიან მარტივად ჩანს, რომ რეალურად, როდესაც ბიბისიმ ეს გამოაქვეყნა და შორს მიმავალი შეფასებები გააკეთა და ამას პოლიტიკოსები ეყრდნობიან, თურმე ბიბისი ვისაც ეყრდნობოდა თავის მხრივ, აღმოჩნდა, რომ მათ ისეთი რამ არ უთქვამს, რაც მათ მიაწერეს და თითქოს ბიბისიმ ამაზე დაყრდნობით გააჟღერა. ამიტომ, ასეთი მცდარი, არასწორი უსაფუძვლო დასკვნებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს და უფრო მეტის, ადამიანები თავშეკავებული უნდა იყვნენ, როდესაც ბრალდებებს აყენებენ, ადამიანებს, როდესაც ეუბნებიან, რომ თითქოს ვინმემ ვინმე მოწამლა... მაღალკვალიფიცური ექიმების დასკვნებითაც დასტურდება და პრინციპში, ელემენტარული ლოგიკაც კი კმარა იმის სათქმელად, რომ უსაფუძვლოდ ატეხილი აჟიოტაჟია, თითქოს ქიმიურ მოწამვლასთან გვქონდა საქმე. ნივთიერება, რომელზეც ადამიანებს ეუბნებით, რომ გამოიყენეს, წყალში საერთოდ არც ზავდება - ეს ელემენტარული ქიმიაა. ვიდრე ადამიანებს ეტყვით, თითქოს ისინი კონკრეტული ნივთიერებით მოწამლეს, მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო"- თქვა სარჯველაძემ. BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. BBC-ის თანახმად, მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)