|
2025-12-03 11:57:22, 2373 ნახვა
საზოგადოება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე - 2025
3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ პირთა უფლებების შესახებ. 2025 წელს ამ დღის აღნიშვნის თემაა - „შშმ პირთათვის ინკლუზიური საზოგადოების განვითარება სოციალური პროგრესის ხელშეწყობის მიზნით. სახალხო დამცველის განცხადების მიხედვით, მთელ მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და მათი ოჯახები წინააღმდეგობებს აწყდებიან სოციალური განვითარების სფეროში. ისინი ხშირად ცხოვრობენ სიღარიბეში, განიცდიან დისკრიმინაციას დასაქმებისას, უმეტესად არაფორმალურ სექტორში არიან დასაქმებული და სხვებთან შედარებით დაბალ ანაზღაურებას იღებენ. არასაკმარისია მათი სოციალური დაცვის ღონისძიებები, ხოლო სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფთ ავტონომია შეზღუდული აქვთ. საქართველოში შშმ პირები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. წლების მანძილზე პრობლემად რჩება მათ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო სერვისების სიმწირე, მომსახურებების გეოგრაფიული დაფარვა და მომლოდინეთა რიგები, მათ შორის, აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზრდასრულ შშმ პირთათვის განკუთვნილი რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამების ნაკლებობა, რაც უარყოფითად აისახება მათი დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების რეალიზების ხარისხზე. არასაკმარისი პროგრამების გამო ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შეფერხებულია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის ბიოფსიქოსოციალური მოდელზე გადასვლის პროცესი და შეფასება ისევ სამედიცინო მოდელის მიხედვით ხდება, რაც გამორიცხავს ამ პროცესში პირის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას. გამოწვევად რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ სახალხო დამცველის განცხადება ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია. შშმ პირთა ნაწილი კვლავ დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში ცხოვრობს. საცხოვრისის სერვისები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ვერ უზრუნველყოფს სოციალურ ინკლუზიასა და ბენეფიციარების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას. ხშირია შშმ პირთა ავტონომიაში ჩარევისა და ინსტიტუციური რეჟიმის ჩარჩოებში მოქცევის შემთხვევები, რაც შეუსაბამოა დეინსტიტუციონალიზაციის მიზნებთან. გაუარესებულია მდგომარეობა შშმ პირთა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიმართულებით. სხვა საკითხებთან ერთად, ადგილი აქვს შშმ პირთა/შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაკლებ ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შშმ პირთა მისაწვდომობა, იქნება ეს გარემოზე, ინფორმაციასა თუ მომსახურებებზე, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ინკლუზიური განათლების უწყვეტობა და შემდგომში დასაქმების უფლების რეალიზაცია, რაც შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მომზადებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. სოციალური განვითარების სამი ძირითადი მიმართულება - სიღარიბის აღმოფხვრა, დასაქმებისა და ღირსეული შრომის ხელშეწყობა ყველასთვის და სოციალური ინტეგრაცია, ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და მუდმივ ხელშეწყობას საჭიროებს. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში ინკლუზიური საზოგადოების განვითარების ხელშეწყობისთვის, ამ პროცესში შშმ პირთა აქტიური მონაწილეობით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სოციალური პროგრესის მიღწევას საზოგადოების ყველა წევრისთვის.
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)