|
2025-12-02 22:58:04, 4427 ნახვა
სამართალი
სავარაუდოდ, ეს არის დაშინების მცდელობა – სასამართლოში ჩახუნაშვილის გამოკითხვა დასრულდა
ექიმმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ გამოძიების კითხვები მის სამეცნიერო ნაშრომს ეხებოდა. ჩახუნაშვილის აზრით, სუს-ის გამოძიების მიზანი BBC-ის დისკრედიტირებაა, "თითქოს BBC ჩვენს კვლევაზე დაფუძნებით ამბობს იმას, რასაც ამბობს, რაც რეალობას არ შეესაბამება". "გამომძიებლებს ჰქონდათ შეკითხვები. შეკითხვები ისეთი ხასიათის იყო, ძირითადად მეკითხებოდნენ ჩემი სამეცნიერო ნაშრომები რაზე არის და დანარჩენი ინფორმაცია ჩვენს სამეცნიერო ნაშრომზე, საჯარო ინფორმაციაა, ღია წვდომაა, ფულის გადახდა არ არის საჭირო, რომ ვიღაც შევიდეს და ნახოს. რაც დღეს ხშირად ტრიალებს მედიაში, ძირითადად არის ის, რომ უნდათ თქვან, რომ ჩვენი კვლევა უდევს საფუძვლად იმ გადაწყვეტილებას, თუ როგორც არის, ასე ვთქვათ, იმ დასკვნას, რომ გამოიყენეს კონკრეტული ნივთიერება. რაც ჩვენი კვლევის საგანი არ ყოფილა და კონკრეტული წუთი და წამი დავუსახელე, სადაც BBC კონკრეტულად ამას ამბობს, ვიდეოში არის 36:12 წუთი, სადაც ამბობს, რომ ამ კვლევის საფუძველზე ვერ დადგინდა კონკრეტული აგენტ რაც იყო იმიტომ რომ არ იყო ჩვენი მიზანი ეს რომ შეგვესწავლა. და ამის შემდგომ მე რამოდენიმეჯერ მივაწოდე ინფორმაცია, რომ თუ აინტერესებთ, საიდან მივიდა BBC ამ კონკრეტულ დასკვნამდე, 36:13-ე წუთიდან რომ დაიწყონ ყურება, უკვე მაგაზეა მთელი ბოლო 20-წუთიანი მონაკვეთი და, შესაბამისად, შეუძლიათ, გაეცნონ. დანარჩენი, მე შევუთანხმდი, რომ ბმული ისედაც საჯაროა, მაგრამ მივაწოდებდი და დეიდინტიფიცირებული მონაცემები, ანუ ციფრები რაც არის, შემიძლია მივაწოდო. ჩემი აზრით, მათ უნდათ თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენს კვლევას, როდესაც ეს თქვა. ამითი მოახდინონ BBC-ის დისკრედიტირება და, შესაბამისად, ისე გამოიყვანონ, თითქოს BBC ჩვენს კვლევაზე დაფუძნებით ამბობს იმას, რასაც ამბობს, რაც რეალობას არ შეესაბამება. სავარაუდოდ, ეს არის დაშინების ეფექტის მქონე და ჩემი აზრით ასევე ეცდებიან, ვიღაცა დასაჯონ კიდეც სიმბოლურად, განტევების ვაცად. შიდა სისტემაში შეიძლება ვიღაცა გაწირონ. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება იყოს ეს". - თქვა ჩახუნაშვილმა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ. ცნობისთვის, კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში ფიგურირებს, მდინარაძის უწყებაში დღეს დაიბარეს, გამოკითხვაზე ასევე დაიბარეს მისი ძმა, პედიატრი დავით ჩახუნაშვილიც.
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)