|
2025-12-01 18:18:03, 1745 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი - ვინც თავისი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს, ტერორისტული ხელისუფლებაა
ვინც თავისი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს, ტერორისტული ხელისუფლებაა - თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა. "დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების, სკამის შენარჩუნებას ასეთი ტერორისტული მეთოდებით ცდილობს. ჩვენი მოთხოვნები უნდა იყოს: დამოუკიდებელი, საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება, რომელიც გამოიძიებს, როგორ მოხდა აღნიშნული ქიმიური, მომწავლელი ნივთიერების შესყიდვა. გამოიკითხოს ყველა სამართალდამცველი უწყება, რომელსაც ამ იარაღის გამოყენებასთან შემხებლობა ჰქონდა. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებას [...] ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს, ტერორისტული ხელისუფლებაა და სირიის ყოფილ მთავრობას უნდა შევადაროთ, რომელიც თავისი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებდა. " - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)