|
2025-12-01 11:36:27, 1590 ნახვა
პოლიტიკა
კრისტალ ჯგუფის მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი 2-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ კრისტალ ჯგუფის მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი 2-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ის უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით იყო დაკავებული. Interpressnews.ge-სთან საუბრისას მისმა ადვოკატმა თქვა, რომ სტეფანიანის პატიმრობაში ყოფნის საჭიროება არ იყო, ამასთან, მისი განმარტებით, დაცვის მხარემ სასამართლოს სოლიდური თანხა შესთავაზა. ადვოკატის თქმითვე, სტეფანიანმა ჩვენებაში გარკვეული დეტალები დააზუსტა, მათ შორის, ისაუბრა უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით. პროკურატურის თანახმად დგინდება, რომ „კრისტალ ჯგუფში” შემავალი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ ძირითად საქმიანობას დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და მისი შემდგომი რეალიზაცია წარმოადგენდა. პროკურატურის ინფორმაციით, სტეფანიანი უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს ეტაპობრივად ასხვისებდა. აღნიშნული გზით, შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფმა“ დიდი ოდენობით – 1 894 925 ლარის შემოსავალი მიიღო. მიღებული დიდი ოდენობით თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ბრალდებულმა თანხის ნაწილი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ხოლო ნაწილი პირად საკუთრებაში გადაიტანა, რის შემდგომაც საწარმოს, თავისი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ/მოძრავი ქონებები შეიძინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ვლადიმერ სტეფანიანს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)