15:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-29 20:29:47, 1859 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილის ადვოკატი: მისთვის ეს ქმედება პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება იყო

ალეკო ელისაშვილის ადვოკატი, გიორგი რეხვიაშვილი პოლიტიკოსის მონახულების შემდეგ აცხადებს, რომ იგი "სასტიკად არის ნაცემი."

ადვოკატის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობა პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა.

მან განმარტა, რომ მანდატურებმა ელისაშვილს დაზიანებები მას შემდეგ მიაყენეს, რაც მას ბორკილები ედო და დაამატა, რომ ოპოზიციონერს იარაღის გამოყენების მცდელობა არ ჰქონია.

"დაკავებიდან 10 საათის შემდეგ მომეცა ალეკო ელისაშვილთან შეხვედრის საშუალება, დიღმის იზოლატორში. სახეზე აღენიშნება მძიმე დაზიანებები, არის სასტიკად ნაცემი. გადმოგცემთ ალეკოს სათქმელს, მისთვის ეს ქმედება პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება იყო, პროტესტი გამოხატა უსამართლო სასამართლოს მიმართ — „ცეცხლი ოლიგარქიას და ცეცხლი უსამართლო სასამართლოს!“ ეს სიტყვები გადმომცა

ერთადერთი ნანობს იმას, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად რამდენიმე წამი დააკლდა. მნიშნელოვანია აღვნიშნოთ, რომ აირჩია შაბათი დღე, დილის საათები, რომ არავინ დაზიანებულიყო. სურდა საზოგადოებისთვის ენახებინა, რამდენ ადამიანს ასამართლებს უკანონოდ ეს სასამართლო და როგორ იყენებს მას ხელისუფლება დიქტატურის დასამყარებლად. დაზიანება მიაყენეს მანდატურის თანამშრომლებმა, მას შემდეგ, რაც მას ბორკილები ედო და არ წარმოადგენდა საფრთხეს. რეალურად მას იარაღი ედო კაბურაში და გამოყენების მცდელობაც არ ჰქონია.

ეს ამოუვარდა მას შემდეგ რაც დააკავეს, ჯაჯგურის დროს. მოქმედებდა მარტო და გააზრებული ჰქონდა პროტესტის ეს ფორმა. ქმედებას, რომ მართლა შევიდა სასამართლოში - აღიარებს. ცემას და იარაღის მუქარით შესვლას არ აღიარებს“ — განაცხადა ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. უწყების კადრებში ჩანს, რომ ის ნაცემია.

მათი ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
საპატრიარქოში არ გამორიცხავენ, რომ სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ოცნებას კიდევ ერთხელ მიმართონ
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics