|
2025-11-28 22:16:02, 8580 ნახვა
ათასობით ადამიანის პროტესტი რეჟიმის წინააღმდეგ და მთავარი განცხადებები - ვიდეო
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან ერთი წლის თავზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიებიდან საპროტესტო მარშები შეუერთდნენ. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. დემონსტრანტებს მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები: "გადადგეს რეჟიმი", "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" და ა.შ. მარშების გამოჩენას მოქალაქეებში ოვაციები და შეძახილი მოჰყვა. "ბოლომდე, ბოლომდე", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვლადიმერ პუტინისა და კრემლის ფოტოები დაწვეს. პერფორმანსი თბილისში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა ჩაატარა. გზა არის ერთი, იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გადარჩეს, რეჟიმი უნდა გადადგეს, იმისთვის, რომ ქართველობა, ქართული ანუ ევროპული იდენტობა შევინარჩუინოთ, რეჟიმი უნდა გადადგეს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჩერგოლეიშვილის თქმით, „რეჟიმი გადადგება მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი სხვა გზას არ დაუტოვებს“.
მისივე თქმით, პეტიცია პარტია „თავისუფლების მოედანმა“ შეიმუშავა.
ნანკა კალატოზიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს, საქართველოში, პოლიციელებს პატივი აყარეს და სურვილი გამოთქვა, რომ პოლიცია იყოს თავისუფალი.
"ოცნებას" უფსკრულის პირას მიყავართ, - ასეთია მხატვარ ნიკო ცეცხლაძის შეფასება.
მოქალაქეების მოთხოვნები დღესაც უცვლელია: ახალი საპარლამენტო არჩევნები და სინდისის და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. აქციის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ, რომ მათი მთავარი ძალა ერთიანობაა და ეს ბრძოლა აუცილებლად მათი გამარჯვებით დასრულდება.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)