17:17 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-28 17:36:41, 1848 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - კობახიძის შარშან გაკეთებული განცხადება წაიკითხეთ და ყოველ მის სიტყვას ხელს ვაწერთ

ოლიგარქ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელმა გაწევრიანების საკითხზე დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან ცალმხრივად 2024 წლის 27 ივნისს შეწყვიტა.

პაპუაშვილის თქმით, ის, რაც შეჩერდა 2024 წლის ივნისში, ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში.

„ირაკლი კობახიძის შარშან გაკეთებული განცხადება წაიკითხეთ და ყოველ მის სიტყვას ხელს ვაწერთ. ამის შემდეგ კიდევ უფრო დადასტურდა, რამდენად სწორი იყო ეს განცხადება. 2024 წლის 27 ივნისს ბრიუსელმა, იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინა საქართველოს არჩევნებზე, ცალმხრივად შეწყვიტა დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან გაწევრიანების საკითხებზე. ეს წერილობით აღიარა ცოტა ხნის წინ საელჩომ. ის, რაც შეჩერდა 2024 წლის ივნისში, ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში.

26 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე მონაკვეთში ჩანდა, რომ ქართველ ხალხთან დამარცხებული ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და პოლიტიკოსი ცდილობდნენ, ევროკავშირის საკითხი გამოეყენებინათ შანტაჟის იარაღად, რომ ქართველი ხალხი ჰყოლოდათ მუდმივი შანტაჟის ქვეშ. მოლაპარაკებას გაგიხსნი ამ საკითხში, შენ თუ მარცხენა ფეხზე დადგები – ასე დამამცირებელ მდგომარეობაში უნდოდათ, დაეყენებინათ ქართველი ხალხი. ამიტომაც ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის. არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო იქნება 2030 წელს ყველაზე მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის, თუმცა ჩვენ მათხოვრობას ბრიუსელის ბიუროკრატიას არ დავუწყებთ. ეს უნდოდა მაშინ ბრიუსელის ბიუროკრატიას, რომელიც მისი ელჩის ხელით პირდაპირ ჩაერია საქართველოს არჩევნებში, რომლის პოლიტიკოსები ჩამოდიოდნენ აქ და გვიწყობდნენ მიტინგებს, ამ ერთი წლის განმავლობაში დადასტურდა, რომ, სამწუხაროდ, დღევანდელი ბრიუსელის ბიუროკრატიას ხელში აქვს ჩაგდებული ევროკავშირის ინსტრუმენტები და ცდილობს, ეს ინსტრუმენტები აქციოს შანტაჟის იარაღად დამოუკიდებელი ხალხების წინააღმდეგ. სირცხვილია ეს დღევანდელი ევროპისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics