|
2025-11-28 13:08:12, 4800 ნახვა
ეკონომიკა
იანვარი-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.6%-ით განისაზღვრა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6%-ით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ია.
უწყების ცნობით, 2025 წლის ოქტომბერსი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები. კლების ტენდენცია იყო მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორებში. საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი (FOB) 6.ბ%-ით გაიზარდა, საქონლის იმპორტი (CIF) 9.3%-ით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა კი - 8.6%-ით. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2025 წლის ოქტომბერში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაცია და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ჯანდაცვის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, დამამუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობებისა და ხელოვნება, გართობა და დასვენების სექტორებმა. იანვარ-ოქტომბერში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)