19:09 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-28 08:19:38, 6451 ნახვა

ომი უკრაინაში
ერმაკი: უკრაინა არ დათმობს ტერიტორიებს მშვიდობის სანაცვლოდ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ დათანხმდება ტერიტორიის დათმობას მშვიდობის სანაცვლოდ, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა The Atlantic-თან ინტერვიუში.

„დღეს არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ მოაწერს ხელს ტერიტორიის დათმობის დოკუმენტს. სანამ ზელენსკი პრეზიდენტია, არავინ არ უნდა ელოდოს, რომ ტერიტორიას დავთმობთ. ის არ მოაწერს ხელს ტერიტორიის დათმობის დოკუმენტს. კონსტიტუცია ამას კრძალავს. არავის არ შეუძლია ამის გაკეთება, თუ არ სურს უკრაინის კონსტიტუციისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ წასვლა“, თქვა ერმაკმა.

მან დასძინა, რომ „ახლა ყველაფერი, რაზეც შეგვიძლია საუბარი, არის შეხების ხაზის განსაზღვრა“.

ამრიგად, The Atlantic-ის ცნობით, ერმაკმა წარმოადგინა უკრაინის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე.

როგორც Axios-ი იტყობინებოდა ადრე ერმაკზე დაყრდნობით, ზელენსკი მზადაა, „რაც შეიძლება მალე“ შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რათა ხელი მოაწერონ სამშვიდობო ხელშეკრულებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics