|
2025-11-27 10:59:15, 1756 ნახვა
ეკონომიკა
შსს ოპერატიული დანიშნულების 25 მინივენს 3.2 მილიონ ლარად ყიდულობს
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 25 ოპერატიული დანიშნულების მინივენის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 25 ნოემბერს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 21 დეკემბერს დაიწყება და 26 დეკემბერს დასრულდება. - იუწყება "ბიემჯი" შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3,234,125 ლარია, წინადადებები კი დღგ-ს ჩათვლით უნდა წარედგინოს. ტენდერი დაფინანსდება 2026 წლის ბიუჯეტის ფარგლებში. ტენდერის ფარგლებში შესყიდვა გულისხმობს 25 ერთეული ახალი, ქარხნული წარმოების, მარცხენასაჭიანი მინივენის მიწოდებას, რომლებიც ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის უნდა იყოს. ავტომობილები არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, არაუმეტეს 200 კმ გარბენითა და სრული საგარანტიო დოკუმენტაციით. ფერი შემსყიდველთან შეთანხმებით განისაზღვრება. შესთავაზებელ ტექნიკურ მოთხოვნებში განსაზღვრულია:
დამატებით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ავტომობილის ფლობის ზღვრული ღირებულება 100,000 კმ გარბენზე, რაც მოიცავს თვითონ მანქანის ფასსა და გეგმურ მომსახურებას. ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, ერთ ერთეულ ავტომობილზე განსაზღვრულია:
მომწოდებელი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ავტომობილების უკან დაბრუნება მწარმოებლის მიერ დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში და უსასყიდლოდ ჩაატაროს ის გეგმური მომსახურებები, რომლებიც საგარანტიო პირობებითაა გათვალისწინებული.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)