01:58 - 22 Oct, 2026
|
2025-11-26 16:44:05, 1029 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმისთვის 1.5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო, წელიწადნახევრიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო. სასჯელის ვადის ათვლა 20 ივნისიდან დაიწყება. თავად მელია დღევანდელ პროცესს არ დასწრებია. მელია ამჟამად სასჯელს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობისთვის იხდის, მას საპატიმრო დაწესებულება იანვარში უნდა დაეტოვებინა - დღევანდელი განაჩენის შემდეგ კი მას ციხეში ყოფნა 2026 წლის დეკემბრამდე მოუწევს. ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი 30 მაისს, სასამართლო პროცესზე შეასხა. იმ სხდომაზე ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მსჯელობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)