|
2025-11-25 14:33:01, 1181 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი: ყველა პარტნიორს უნდა ახსოვდეს, რომ საჭიროა სიცოცხლის ყოველდღიურად გადარჩენა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, 25 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 460-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის 22 რაკეტა გამოიყენა. ამის შესახებ ნათქვამია ზელენსკის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ განცხადებაში. ზელენსკის თქმით, დარტყმების მთავარი სამიზნე ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. პრეზიდენტის ცნობით, ამჟამად ცნობილია ექვსი დაღუპულისა და 13 დაშავებულის შესახებ. „არის ნგრევა ოდესის ოლქში: დარტყმები განხორციელდა პორტებზე, სურსათის მარაგებსა და ინფრასტრუქტურაზე, არანაირი სამხედრო ხასიათის ობიექტები. ასევე, დარტყმებია დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ჩერნიგოვის და ჩერკასის ოლქებზე. მთავარი სამიზნეები იყო ენერგეტიკა და ყველაფერი, რაც ნორმალურ ცხოვრებას უზრუნველყოფს. რუსებმა სულ გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 22 რაკეტა, მათ შორის აერობალისტიკური რაკეტები და 460-ზე მეტი დრონი, რომელთა უმეტესობა რუსეთ-ირანის „შაჰედები“ იყო“, – წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)