|
2025-11-25 10:56:36, 987 ნახვა
პოლიტიკა
ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ – სასამართლომ საქმის განხილვა შეწყვიტა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით აკობიძემ შეწყვიტა საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან მის მიმართ გამოთქმული ცრუ ბრალდებების უარყოფას ითხოვდა. მოსამართლის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, იყო “პოლიტიკური დებატის ფარგლებში” გაკეთებული განცხადება და ამისთვის არ შეიძლება მას პასუხისმგებლობა დაეკისროს. სხდომას მზია ამაღლობელი არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურიდიული კომპანია BLB-ის ადვოკატი ანა რეხვიაშვილი წარმოადგენდა. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, არც ირაკლი კობახიძე და არც მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ. მოსამართლე დავით აკობიძის გადაწყვეტილებას “ქართული მართლმსაჯულებისთვის საშიში პრეცედენტი” უწოდა მზია ამაღლობელის ადვოკატმა ანა რეხვიაშვილმა. “სასამართლომ მოკლე გზა აირჩია დავის განსახილველად და დასასრულებლად, ისე, რომ მოპასუხე ირაკლი კობახიძე წარმოდგენილიც კი არ ყოფილა სასამართლო სხდომაზე. სასამრთლომ შეწყვიტა წარმოება და განაცხადა, რომ განცხადება, რომელიც მოპასუხე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გაავრცელა, არის პოლიტიკური დებატის ფარგლებში გავრცელებული განცხადება და ასეთი განცხადებისთვის არ შეიძლება მას დაეკისროს პასუხისმგებლობა. თავისი შინაარსით, სასამართლოს ასეთი მიდგომა ასეთ სარჩელთან დაკავშირებით არის საშიში პრეცედენტი ქართული მართლმსაჯულებისთვის, ვინაიდან სასამართლომ ფაქტობრივად გზა გაუხსნა პოლიტიკური თანამდებობის პირებს და უთხრა, რომ შეუძლიათ ნებისმიერი განცხადება გააკეთონ, ნებისმიერი სიცრუე გაავრცელონ როგორც ფაქტი და ასეთი სიცრუის გავრცელებისთვის პოლიტიკური თანამდებობის პირებს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ,” – თქვა ანა რეხვიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)