18:40 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-24 15:02:55, 791 ნახვა

პოლიტიკა
დარახველიძე: ნებისმიერ დაწესებულებაში ადამიანის შესახლებისას გაშიშვლება სავალდებულოა

"ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე განმარტავს, რომ დაკავებულის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ან საპატიმროში შესახლებისას გაშიშვლება სავალდებულოა, შესაძლო დაზიანებების აღწერის მიზნით.

ასე გამოეხმაურა ის ბრიფინგზე "TV პირველის" დაკავებული ჟურნალისტის გიორგი მამნიაშვილის შესახებ დასმულ შეკითხვას - განხორციელდა თუ არა მის მიმართ კანონსაწინააღმდეგო მოქმედება.

"ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად. კანონით გათვალისწინებულია, რომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, მისი დაუმორჩილებლობა, ეს არის სამართლებრივად დასჯადი ქმედება. შესაბამისად, ადამიანი, თუკი სჩადის მსგავს ქმედებას, ბუნებრივია, მის შემთხვევაში ხდება შესაბამისი ღონისძიების გატარება. ჩვენ წარვადგენთ ყველა იმ საჭირო მტკიცებულებას სასამართლოს წინაშე, სადაც განხილული იქნება, თუ რაში გამოიხატა მისი მხრიდან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა.

რაც შეეხება გაშიშვლების ნაწილს, ნებისმიერ დაწესებულებაში, იქნება ეს დროებითი მოთავსების იზოლატორი თუ პენიტენციური დაწესებულება, როცა ხდება ადამიანის შესახლება, სავალდებულოა და ამას გვავალდებულებს ჩვენ სტამბოლის პროტოკოლი, რომ მოხდეს დაზიანების აღწერა. ასევე, ის ჩხრეკის საკითხები, რაც აუცილებელია, რომ მან არ შეიტანოს აკრძალული ნივთი დაწესებულებაში. ეს არის გათვალისწინებული ყველა დაწესებულებაში. ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა, სტამბოლის პროტოკოლის." - თქვა ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ტვ პირველის ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიჭირეს.

მისი ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, ის " იზოლატორში გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს."





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics