|
2025-11-23 18:46:20, 1847 ნახვა
სამართალი
ადვოკატის ცნობით, ტვ პირველის დაკავებული ჟურნალისტი იზოლატორში გააშიშვლეს, ბუქნები აკეთებინეს
ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილის ცნობით, ტვ პირველის დაკავებულის ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილის უფლებები დაკავების მომენტიდან არსებითად დაირღვა. კერძოდ, მიგინეიშვილის ინფორმაციით, მამნიაშვილი ითხოვდა ადვოკატთან დაკავშირებას, რის უფლებასაც არ აძლევდნენ. ასევე, იზოლატორში გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს. "გამთენიისას, დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდგომ, დიღმის იზოლატორში შეასახლეს და მოვინახულე ტვ პირველის ჟურნალისტი — გიორგი მამნიაშვილი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მას ედავებიან პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას. ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადმოგვცემია. არსებითად დაირღვა გიორგი მამნიაშვილის უფლებები: გიორგის განმარტებით, დაკავების მომენტიდან, მათ შორის პოლიციის შენობაში ყოფნისას, ტრანსპორტირებისა და იზოლატორში შესახლებისას — მუდმივად ითხოვდა ადვოკატთან დაკავშირებას, რის უფლებასაც არ აძლევდნენ. იზოლატორში გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს. ორივე ზემოთ აღნიშნული ქმედება კანონით არის პირდაპირ აკრძალული. ველოდებით სასამართლოს ჩანიშვნას"- წერს მიგინეიშვილი. 22 ნოემბერს პოლიციამ რუსთაველის გამზირზე რვა ადამიანი დააკავა. მათ შორის ტვპირველის ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)