|
2025-11-20 15:40:51, 1066 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ემიგრანტების ხმის მიცემაზე: ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება
ქართული ოცნების მერი, კახა კალაძე ირწმუნება, რომ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ეზღუდებათ და კვლავ "გარე ჩარევებზე" საუბრობს. ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვდგამთ ყველა ნაბიჯს. დღეს უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში გარე ჩარევები, მით უმეტეს, არის უხეში ჩარევები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გადახედეთ ზოგიერთი ქვეყნის ელჩი რას კადრულობს, რა განცხადებებს აკეთებს და როგორ მოქმედებს. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების თემები, მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვა. ძალიან დიდია საფრთხე გარე ჩარევებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ, პირველ რიგში, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მომავალი "- თქვა კალაძემ. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, არჩევნებზე ხმას საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მისცემენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)