|
2025-11-20 15:31:43, 974 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე Eagle Hills-თან ოცნების მიერ დადებული ხელშეკრულების დაუყოვნებლივ გასაჯაროებას ითხოვს
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე არაბული კომპანიის "იგლ ჰილსის' ხელშეკრულების დაუყოვნებლივ გასაჯაროებას მოითხოვს. მისი განცხადებით, საჯარო რეესტრი დაუხარვეზებს თუ არ დაუხარვეზებს რაიმე ტიპის დოკუმენტს არაბულ კომპანიას, არაფერს ცვლის. "ეს არის თამაში, რაშიც მონაწილეობს სახელმწიფო და ეგრეთ წოდებული იუსტიციის სამინისტრო - ვერანაირი დახარვეზება ამ დოკუმენტების ვერ გააჩენს განცდას თითქოს სახელმწიფო უწყებები იცავენ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. ფაქტი არის ერთი, 6.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება არის გასაიდუმლოებული იმ ხელისუფლების მიერ, რომელიც კორუფციაშია ბრალდებული და რომლის ყველა შტოს თანამდებობის პირი არის სისხლის სამართლის დამნაშავე ან ბრალდებული დღევანდელი სასამართლო სისტემის პირობებშიც კი. შესაბამისად, საჯარო რეესტრი დაუხარვეზებს თუ არ დაუხარვეზებს რაიმე ტიპის დოკუმენტს არაბულ კომპანიას, არაფერს ცვლის! ეს არის ტყუილი და პროპაგანდისთვის კიდევ ერთი საკენკი, რომ წარმოაჩინონ, თითქოს ისინი იცავენ რაიმე ტიპის სტანდარტს ან სამოქალაქო ინტერესს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება! - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)