20:22 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-20 00:57:45, 751 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე EU-ზე: როგორ შეიძლება, თანამდებობის პირის გამო ჩაშალო დიალოგი, საბჭოური მიდგომაა

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე სამთავრობო ტვ იმედის ეთერში გამოეხმაურა ევროკავშირის მიერ საქართველოსთან ადამიანის უფლებების საკითხზე ყოველწლიური შეხვედრის ჩაშლას, რომლის მიზეზიც, მედიის თანახმად, სიაში სანქცირებული პირის მონაწილეობაა.

კობახიძე EU-ს მიდგომებს უწუნებს და კვლავ სსრკ-ს ადარებს. 

"ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული ბიუროკრატია გაურბის დიალოგს, ეშინიათ დიალოგის, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით, რეალურად ვართ ბოლომდე წელში გამართული.

აქაც გამოჩნდა, რომ ისინი გაურბიან დისკუსიას, გაურბიან მსჯელობას და საბაბებს ეძებენ იმისთვის, რომ ნებისმიერი ტიპის დისკუსია ჩაშალონ. რეალურად, საბაბია, როგორ შეიძლება, რომელიღაც თანამდებობის პირის გამო, მე მგონი, ეს დასახელდა მიზეზად, ჩაშალო დიალოგი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ჭირივით ეშინიათ დიალოგის, ასეთია მათი დამოკიდებულება. ეს არის საბჭოური მიდგომა, მოქმედებენ, როგორც საკავშირო ხელისუფლება. ადრე საკავშირო ხელისუფლებას უწოდებდნენ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას და ახლა ევროკავშირის ხელისუფლება წარმოგვიდგება, როგორც საკავშირო ხელისუფლება. არ არის ეს სწორი მიდგომა, ეს არის საბჭოური მიდგომა. საბჭოური მიდგომაც კი იყო ბევრად უფრო პრაგმატული და რაციონალური. ამ შემთხვევაში ყოველგვარი დისკუსიისგან გაქცევა არის საბჭოურ მიდგომაზე ბევრად უფრო მძიმე რამ, რასაც ჩვენ ვხედავთ", - ამბობს ის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics