|
2025-11-17 18:15:01, 406 ნახვა
ეკონომიკა
ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო კამპანია დაიწყო. 17 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, გაანაღდეთ ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღეთ შესაძლებლობა, დასაჩუქრდეთ 1 000 ლარით ყოველდღიურად ან მოიგოთ სუპერ პრიზი- 15 000 ლარი. 1000 ლარი გათამაშდება ყოველდღე და ერთგულ ყულაბაში გადაეცემა იმ მომხმარებელს, ვისი გზავნილიც თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში განაღდებულ გზავნილებს შორის დღის განმავლობაში მე-1000 აღმოჩნდება. მთავარია, გზავნილის მინიმალური ოდენობა იყოს 100 ლარი, აშშ დოლარი, ევრო ან ფუნტი. სუპერ პრიზი - 15 000 ლარი კი, ერთგულ ყულაბაში, მხოლოდ იმ ერთ მომხმარებელს გადაეცემა, რომელიც 17 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, როგორც ნოემბერში, ისე დეკემბერში - თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში, რაოდენობრივად ყველაზე მეტ გზავნილს გაანაღდებს. სუპერ პრიზის მისაღებად აუცილებელი პირობაა, მომხმარებელმა კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში, ყოველთვიურად, ერთი გზავნილი მაინც გაანაღდოს – მინიმუმ 100 ლარი, დოლარი, ევრო ან ფუნტი. სუპერ პრიზის გამარჯვებული გამოვლინდება კამპანიის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 31 დეკემბრისა და პრიზი ერთგულ ყულაბაში იმავე დღეს დაერიცხება. ერთგული ყულაბიდან თანხის სასურველ ანგარიშზე გადატანა ორივე პრიზის გამარჯვებულებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ. თუ მომხმარებლები თანაბარი რაოდენობის ტრანზაქციებს შეასრულებენ, გამარჯვებულად გამოცხადდება ის, ვისი განაღდებული გზავნილების საერთო მოცულობაც მეტი იქნება. კამპანიაში ჩართულია თიბისი ბანკში არსებული ფულადი გზავნილების ყველა სისტემა და მასში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მქონე სრულწლოვან პირებს. გათამაშების დეტალურ პირობებს გაეცანით ბმულზე. ისარგებლე, თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკის გზავნილების სისტემებით და გახდი ერთ-ერთი გამარჯვებული!
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)